Sunday, November 11, 2018
მეცხრე დღე
რეფლექსია
ტრენინგმა გაამართლა ჩემი მოლოდინი. იყო ძალიან სასიამოვნო გარემო და ხალისიანი გარემო. ვისწავლეთ პროექტზე მუშაობა, პროექტის გეგმის შექმნა. სლაიდშოუს გაკეთება, ინტერნეტიდან სურათების მოძიება და გადმოწერა, მოძიებული სურათის ჩასმა სლაიდზე, სლაიდებზე სასურველი ფონის დაყენება. პროექტის შეფასების რუბრიკის გაკეთება. შევქმენით ბლოგი.ჩვენი საქაღალდე გადავიტანეთ ჯერ დისკზე, შემდეგ კი ბლოგზე
მიღებულ ცოდნას აუცილებლად გამოვიყენებ პრაქტიკაში, მოსწავლეებთან პროექტების კეთების დროს. პროექტზე მუშაობა მოსწავლეებს განუვითარებს 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს და მაღალ სააზროვნო უნარებს, პროექტზე მუშაობა აუმაღლებს მოსწავლეებს გარეგან და შინაგან მოტივაციას, ეს აისახება შემდეგში მათ სწავლაზე.
Saturday, November 10, 2018
მერვე დღე
რეფლექსია
დღევანდელი დღე საინტერესო იყო, გავიარეთ მეშვიდე მოდული - ფასილიტაცია ტექნოლოგიებით. გავაკეთეთ პრეზენტაციის შაბლონი, მოსწავლის ჟურნალის შაბლონი.
Sunday, November 4, 2018
მეშვიდე დღე
რეფლექსია
დღევანდელი დღე საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო. გავიარეთ აღქმის სხვადასხვა სტილი,გარდნერის მრავალმხრივი ინტელექტის თეორია. ასევე გავეცანით დიფერენცირებულ სწავლებას, შევავსეთ კითხვარი დიფერენცირებულ სწავლებაზე. განვიხილეთ დიფერენცირებული სწავლებისას სსსმ მოსწავლეებთან, ნიჭიერ მოსწავლეებთან და არაქართულენოვან მოსწავლეებთან მუშაობის თავისებურებები.
Saturday, November 3, 2018
მეექვსე დღე
რეფლექსია
დღევანდელი დღე ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო იყო. ვისაუბრეთ შეფასებაზე და შევქმენით მოსწავლის ნამუშევრების შეფასების რუბრიკა.
მეხუთე დღე
რეფლექსია
დღევანდელი დღე საინტერესო იყო. განვიხილეთ საავტორო უფლებები, გავაკეთეთ შესაბამისი ტესტი. ვისწავლეთ ინფორმაციის მოძიება და ეთიკური ნორმების დაცვა.
Friday, November 2, 2018
Subscribe to:
Posts (Atom)
მეცხრე დღე
რეფლექსია ტრენინგმა გაამართლა ჩემი მოლოდინი. იყო ძალიან სასიამოვნო გარ...
-
რეფლექსია პირველი და მეორე დღე მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის. გავიგეთ განსხვავება ...
-
რეფლექსია დღევანდელი დღე საინტერესო იყო.გავეცანით შე...